2018-01-31 18:27:36, 2600 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთში Charlie Hebdo-ზე თავდამსხმის საქმეზე 4 პირი დააკავეს
საფრანგეთში ჟურნალ Charlie Hebdo-სა და ებრაულ მაღაზიაზე თავდამსხმის საქმესთან დაკავშირებით, 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას ფრანგული გამოცემა france bleu ავრცელებს.
ოთხივე პირი საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დააკავეს. მამაკაცების ასაკი 30-დან 36 წლამდეა. ისინი თავდამსხმელებისთვის იარაღის მიწოდებაში არიან ეჭვმიტანილნი.
2015 წლის 7 იანვარს Charlie Hebdo-ს რედაქციაში ორი ტერორისტი, ძმები – შარიფ და საიდ კუაშები შეიჭრნენ, რომლებმაც გაზეთის ცხრა თანამშრომელი და დაცვის ორი თანამშრომელი მოკლეს.
ავტორი: ,