2018-01-31 17:54:23, 2541 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვის ერთ-ერთ ბიზნესცენტრში სროლა იყო - არიან დაშავებულები
მოსკოვში მდებარე ბიზნესცენტრ "სვიატოგორ 4"-ში სროლა იყო, - ამის შესახებ Rosbalt იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არიან დაშავებულები, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
მედიის ცნობით, ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებული. ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლი ორმა უცნობმა პირმა გახსნა.
სხვა დეტალები ამ ეტაპისთვის უცნობია.
ავტორი: ,