11:25 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-31 16:06:44, 1931 ნახვა

სამართალი
მთავარი პროკურორი მზად არის, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდეს

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მზად არის, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდეს.

როგორც შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, საქმეზე გამჭვრივალე და ობიექტური გამოძიება მიმდინარეობს.

„მე ზოგადად ყველასთან ვარ მზად შეხვედრა მქონდეს. ჩვენ, ჩვენს საგამოძიებო დანაყოფში მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გამოძიებას გამჭვირვალედ ვატარებთ. ოჯახს და ოჯახის ადვოკატს აქვს სრული წვდომა გამოძიების მასალებთან და ისინი არიან ინფორმირებული გამოძიების მიმდინარეობის შესახებ", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ჟურნალისტის კითხვას - დადგება თუ არა სპეცრაზმელის პასუხისმგებლობის საკითხი, მთავარმა პროკურორმა ასე უპასუხა: „ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება, რიგი საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარებულია, საჭიროა სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, დანიშნულია ექსპერტიზები და ველოდებით შედეგებს. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
2026 წლის „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელიამ მეექვსე ადგილი დაიკავა, ჰოლანდს და დემბელეს გაუსწრო
ჰარი კეინმა ოქროს ბურთი მოიგო
ტრამპმა ირანთან ზაფხულის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დროის ფუჭად კარგვა უწოდა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics