|
2018-01-31 14:49:18, 1587 ნახვა
სამართალი
პროკურორი: ვფიქრობთ, სააპელაციო სასამართლო მამალაძეს ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ სცნობს
ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის განცხადებით, არ აქვს მოლოდინი, რომ დაცვის მხარე საკუთარ დასკვნით სიტყვაში რაიმე ახალს გააჟღერებს. მისივე თქმით, ადვოკატების არგუმენტაცია პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა და სააპელაციო სასამართლოს შემთხვევაშიც ასე მოხდება: "დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე იტყვის თავის დასკვნით სიტყვას, თუმცა გულწრფელად რომ გითხრათ, ბრალდების მხარეს არ აქვს მოლოდინი, რომ ისინი რაიმე სიახლეა ან არგუმენტირებულს იტყვიან. მათი პოზიცია და მათი არგუმენტები ჩვენთვის კარგად არის ცნობილი. როგორც მოგეხსენებათ, უსაფუძვლობის გამო, მათი არგუმენტაცია პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა საერთოდ და მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილი დასკვნითი სიტყვით ჩვენ გავეცით სრულყოფილად ყველა შეკითხვას პასუხი და სააპელაციო სასამართლო შესაბამისად გამოიტანს ერთადერთ კანონიერ გადაწყვეტილებას და გიორგი მამალაძეს სცნობს დამნაშავედ ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადებაში-განაცხადა გუბელაძემ. სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე პროცესი მედიისთვის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დასკვნით სიტყვას დაცვის მხარე იტყვის. ასევე სასამართლოს წინაშე საბოლოო სიტყვით წარსდგება მსჯავრდებული გიორგი მამალაძე.
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)