|
2018-01-31 11:59:27, 1750 ნახვა
კომენტარი
ალავიძე ივანიშვილის მიერ ხეების გადატანაზე: ყველა ღონისძიება გატარდება და ბოლოს ძალიან ლამაზი გარემო დარჩება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შავი ზღვის სანაპიროდან ასწლოვანი ხეების საკუთარ დენდროლოგიურ პარკში გადატანის საკითხზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, პროცესი ნორმების დაცვით მიმდინარეობს და არანაირი ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხზე არ არსებობს. მინისტრი ირწმუნება, რომ ხეების გადატანის პროცესის დასრულების შემდეგ, რეკულტივაცია მოხდება და ყველა შესაბამისი ღონისძიება გატარდება. „ჩვენ არ ვთვლით, რომ ამას მოჰყვა ეკოლოგიური კატასტროფა, ეს არის ტყუილი. დარწმუნებული ვარ, რეკულტივაციაც ხდება. პერიოდი აქვს რეკულტივაციას. როდესაც დასრულდება ეს ყველაფერი, დარწმუნებული ვარ, თავის ვალდებულებებს ყველა შეასრულებს. ნორმების დაცვით მოხდება ყველაფერი. რაც შეეხება მძიმე ტვირთების გადატანას, ზოგადად ქვეყანაში ასეთი ოპერაციები სულ ხდება შესაბამისი რეგულაციების დაცვით, განსაკუთრებული აქ არაფერია, ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხე არ დგას. რაც შეეხება რეკულტივაციას და იმ ღონისძიებებს, რაც არის გასატარებელი, დარწმუნებული ვარ ყველა ღონისძიება გატარდება და ძალიან ლამაზი გარემო დარჩება“, - აღნიშნა ალავიძემ.
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)