07:26 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-30 18:18:06, 3211 ნახვა

სამართალი
შსს ე.წ. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის დანერგვას თბილისის მასშტაბით გაზაფხულიდან გეგმავს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ  ე.წ. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

მისი თქმით, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ე.წ. უბნის ინსპექტორის ინსტიტუტია, რომლის მუშაობის საბოლოო შედეგი დანაშაულის პრევენცია უნდა იყოს. მინისტრის განცხადებით,  მართლწესრიგის ოფიცერი უშუალო კონტაქტში შედის თავისი უბნის მოსახლეობასთან, აგროვებს ინფორმაციას, განსაკუთრებით ოჯახური კონფლიქტის ნაწილში, ასევე სხვა ტიპის დანაშაულის პრევენციისთვის:

„ეს არის მთელ მსოფლიოში, მართლწესრიგის ოფიცერი არის დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მექანიზმი. ეს არის  პირი, რომელიც უშუალო კონტაქტში შედის თავისი უბნის მოსახლეობასთან, აგროვებს ინფორმაციას განსაკუთრებით ოჯახური კონფლიქტის ნაწილში, მართლწესრიგის ოფიცერი არის ეფექტიანი ინსტრუმენტი ოჯახური კონფლიქტის პრევენციისთვის, ასევე სხვა ტიპის დანაშაულის პრევენციისთვის“,-განაცხადა ჯავახაძემ „იმედის“ ეთერში და დასძინა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრი უახლოეს მომავალში წარადგენს დეტალურ  კონცეფციას, ხოლო გაზაფხულიდან თბილისის მასშტაბით იგეგმება  ამ ინსტიტუტის დანერგვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics