09:04 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-30 15:48:20, 2579 ნახვა

მსოფლიო
„პუტინის სია“ - ამერიკამ ოლიგარქები და პოლიტიკოსები სიაში შეიყვანა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იმ რუსი პოლიტიკოსების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც შესაძლოა მომავალში სანქციები დაუწესონ, - ამის შესახებ CNBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, სიაში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უახლოესი გარემოცვაა შეყვანილი.

აღნიშნული სიაში სულ 114 რუსი პოლიტიკოსი და 96 ბიზნესმენი მოხვდა. სანქციები შესაძლოა დაემუქროს: რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევს, პუტინის პრესმდივანს - ვლადიმერ პესკვოვს, პრეზიდენტის თანაშემწეს - ვლადისლავ სურკოვს, რუსეთის ფედერაციული საბჭოს სპიკერს ვალენტინა მატვიენკოს, ენერგეტიკის მონისტრ ალექსანდრ ნოვაკს, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ. ასევე "გაზპრომის" აღმასრულებელ დირექტორს ალექსეი მილერს. 

“ოლიგარქების სიის” ფიგურანტებს შორის არის ალიშერ უსმანოვი, რომან აბრამოვიჩი, სულეიმან კარიმოვი, “კასპერსკის ლაბორატორიის” შემქმნელი ევგენი კასპერსკი, გენადი ტიმჩენკო, ძმები როტენბერგები. ბანკ „ვითიბის“ ხელმძღვანელი ანდრეი კოსტინი, ასევე “ინტერ რაოს”, „რუსჰიდროს“, „როსატომის“ ხელმძღვანელებიც. 

სრული სიის სანახავად გადადით ბმულზე. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics