2018-01-30 15:01:05, 2162 ნახვა
მსოფლიო
კატალონიაში მაროკოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირშია ეჭვმიტანილი
ესპანეთის პოლიციამ კატალონიაში ტერორისტული დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში ეჭვმიტანილი მაროკოს მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ხუან ინგასიო სოიდომ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
„ქალაქ ტერასაში პოლიციამ 45 წლის მაროკოს მოქალაქე დააკავა, რომელიც “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირშია ეჭვმიტანილი”,- წერს სოდიო.
2017 წელს ესპანეთის ხელისუფლებამ 52 ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარა, რომლის დროსაც სულ მცირე 75 დააკავეს. აგვისტოში, ბარსელონაში ტერორისტული აქტის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 80-ზე მეტი დაშავდა. პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
ავტორი: ,