11:26 - 27 Oct, 2026
|
2018-01-30 14:51:36, 1909 ნახვა
სამართალი
რუსეთში ე.წ. კანონიერი ქურდი ვასილ მონიავა დააკავეს
რუსეთში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ვასილ მონიავა დააკავეს, - ამის შესახებ Tltgorod იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მონიავა სამარის ოლქის სოფელ პოდსტეპკებში დააკავეს. ის იმ ავტომობილში იმყოფებოდა, რომელიც სანომრე ნიშნების გარეშე მოძრაობდა. ავტომობილის დათვალიერების დროს მონიავას სავარძლის ქვეშ სამართალდამცველებმა РГД-5-ის ტიპის ყუმბარა და ხელყუმბარის ფალია (УЗРГМ-77-58) აღმოაჩინეს. ადგილობრივმა პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე “საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვისა და გადაზიდვის” მუხლით აღძრა. ცნობისთვის, ვასილ მონიავა, იგივე “ვასო” 1956 წელს ქალაქ ხონში დაიბადა. 1976 წელს ის ე.წ. კანონიერ ქურდად "მონათლეს". საერთო ჯამში საპატიმრო დაწესებულებებში დაახლოებით 20 წელი გაატარა.
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)