14:04 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-29 15:15:02, 1349 ნახვა

კომენტარი
ომბუდსმენი მეტროში ერთ-ერთ დაკავებულზე: აღენიშნება დაზიანებები, რაც როგორც თავად ამბობს, დაკავების დროს მიადგა

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, წვრილმანი ხულიგნობის, ან პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობის მუხლების გამოყენებით სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები ხშირად ხდება.

ამის შესახებ ომბუდსმენმა მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანზე" 2 პირის დაკავების შეფასებისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ომბუდსმენის აპარატი აღნიშნულ საკითხს სწავლობს და გამოძიების პროცესს დააკვირდება. 

"ჩვენმა წარმომადგენელმა წუხელ უკვე მოინახულა ორივე დაკავებული წინასწარი მოთავსების იზოლატორში. როგორც ჩვენი წარმომადგენელი აღნიშნავს, ერთ-ერთს აღენიშნება დაზიანებები, რაც როგორც თავად ამბობს, დაკავების დროს მიადგა. ჩემთვის ცნობილია, რომ დაკავება მოხდა ორი მუხლის საფუძველზე და მათ ბრალი წარედგინათ წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის გამო, თუმცა როგორც წესი, ორივე მუხლი ხშირად ხდება ხოლმე პრობლემატური, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს შეკითხვებს, თუ რაში გამოიხატებოდა წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობა. ამ საკითხს ჩვენ შევისწავლით. მომხდარს ვუყურებთ არა ინდივიდუალურ ჭრილში, არამედ სისტემურად, რადგან დაკავების დროს ამ ტიპის მუხლების გამოყენებით ხშირად ხდება სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები. გამოძიებას მივადევნებთ თვალყურს", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ გუშინ საღამოს მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ 2 პირი დააკავა. შესაბამისი ვიდეომასალა სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა. დაკავებას ხმაური მოჰყვა. ახალგაზრდები ითხოვდნენ განმარტებას, თუ რა მიზეზების გამო ხდებოდა მათი აყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ორი პირი ადმინისტრაციული წესით, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვისაა დაკავებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics