2018-01-29 10:39:01, 2243 ნახვა
მსოფლიო
ქაბულში ISIS-ის მიერ მოწყობილ ტერაქტს სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მარშალ ფაჰიმის სახელობის სამხედრო აკადემიაზე თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ Tolo News იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, თავდასხმის დროს კიდევ 10 ადამიანი დაშავდა. ბოევიკებმა თავდასხმა გამთენიისას განახორციელეს.
მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. მათ 4 თავდამსხმელის ლიკვიდირება მოახდინეს, კიდევ ერთი ტერორისტი კი, დააკავეს.
მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
ავტორი: ,