2018-01-28 14:26:27, 2420 ნახვა
მსოფლიო
მექსიკაში უცნობმა პირებმა 8 ადამიანი ჩაცხრილეს
მექსიკაში, სროლის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 1 დაიჭრა.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, ქალაქ მონტერეიში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში უცნობები შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. სროლის შედეგად 7 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. გაზეთ „მუნდოს“ ცნობით , ერთი დაჭრილი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, სროლის დროს სახლში მყოფები ფეხბურთის მატჩს უყურებდნენ. თავდასხმაში დაახლოებით 4 ადამიანი მონაწილეობდა, მათ სახეებზე ნიღბები ეკეთათ.
პოლიციამ გამოძიება დაიწყო, დამნაშავეების ვინაობა უცნობია.
ავტორი: ,