12:38 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-26 17:00:22, 1651 ნახვა

კომენტარი
კობახიძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე მედიის კონკრეტულმა წარმომადგენლებმა ინსტიტუტებს პატივი არ სცეს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა კონსტრუქციულად შეაფასა.

თუმცა, მისივე თქმით, დღევანდელ დისკუსიაში გარკვეული ხარვეზები იყო. პარლამენტის თავმჯდომარემ ქართულ მედიაში ინსტიტუტების პატივისცემის საკითხი ახსენა და განაცხადა, რომ  კონკრეტულმა გამომსვლელებმა ინსტიტუტებს პატივი არ სცეს:

„მნიშვნელოვანია, რომ ასეთ აქტუალურ საკითხებზე ერთად ვიმსჯელოთ ხოლმე, რა თქმა უნდა, იყო საშუალება სხვადასხვა ფორმატში მსჯელობის, კომიტეტებში განიხილებოდა კანონპროექტი და იქ იყო ჩართულობის შესაძლებლობა, თუმცა, ბუნებრივია, ყველა რესურსი უნდა ამოვწუროთ, როდესაც არის საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება მისაღები.

იყო გარკვეული ხარვეზები დღევანდელ დისკუსიაში, ამაზე მე მაინცდამაინც ყურადღებას არ გავამახვილებ, უბრალოდ მინდა,  ვთქვა, რომ ხშირად არის აქტუალური თემა ინსტიტუტების პატივისცემა ქართულ მედიაში. აქ იყო რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც ინსტიტუტებს პატივი არ სცეს კონკრეტულმა გამომსვლელებმა, რაც ძალიან სამწუხაროა. აქ არ არის საუბარი სახელებზე და გვარებზე, აქ არის საუბარი კონკრეტულ ინსტიტუტებზე, რაღაცა დროს სადღაც რაღაცა  უნდა თქვა, რაღაცა არ უნდა თქვა.

მთლიანობაში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ძალიან კონსტრუქციული შეხვედრისთვის. დღეს ჩვენ გვქონდა დისკუსია, პირველივე წინადადება რაც ვთქვი ის იყო, რომ დღეს ვიქნებოდი აუცილებლად ოპონენტი, დღეს რომც მქონოდა განწყობა, რომ ვარ მომხრე ვეტოს გადალახვის, დღეს უნდა ვყოფილიყავი ოპონენტი, ეს დავაფიქსირე და ამანაც კი გაღიზიანება გამოიწვია, რაც, ბუნებრივია, არ წაადგა თავიდან დისკუსიას“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics