|
2018-01-25 18:40:58, 2151 ნახვა
კომენტარი
ბაია პატარაია: ნარკოპოლიტიკა რომც მოგვარდეს, ჩადებას არაფერი ეშველება, ამას პოლიტიკური ნება სჭირდება
კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელი და ქალთა მოძრაობის წევრი ბაია პატარაია მიიჩნევს, რომ ნარკოპოლიტიკა სასწრაფოდ შესაცვლელია. თუმცა, მისივე შეფასებით, „ნარკოპოლიტიკის რეფორმის განხორციელებით, „ ნარკოტიკების ჩადების პრობლემა ვერ მოგვარდება“ და ამ უკანასკნელს პოლიტიკური ნება სჭირდება: „ნარკოპოლიტიკა რომც მოგვარდეს, ჩადებას არაფერი ეშველება, ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და რეფორმა შსს-ში. არ შევეგუებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ.მკაფიოა, რომ ეს კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს. არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ არის ასეთი კანონმდებლობა, გაუგებარია, რატომ აჯანჯლებენ აქამდე“,-განაცხადა ბაია პატარაიამ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობასთან, სადაც გიორგი გიორგანაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ბაია პატარაია სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე საუბრობს. „მთელი საზოგადოება თუ შეურთდა სამოქალაქო დაუმორჩილებლობას, იქნება კრიზისი და მთავრობას და პარლამენტს უნდა ეყოს ჭკუა, არ მიიყვანოს ქვეყანა აქამდე. ამ აქციამ უნდა აჩვენოს საზოგადოების ერთიანობა და სოლიდარობა“,-აღნიშნავს ბაია პატარაია. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილი, იგივე "ბახალა" დამნაშავედ სცნო და მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გიორგანაშვილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების, ბუპრენორფინის შენახვის ბრალდებით 2017 წლის იანვარში დააკავეს, თუმცა პატიმრობიდან 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული. გიორგი გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს.
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)