|
2018-01-25 15:58:09, 1548 ნახვა
კომენტარი
კარასინი: რუსეთი ურთიერთობების ნორმალიზების გზით იმდენად შორს წავა, რამდენადაც ამისთვის თბილისი იქნება მზად
„რუსეთი ურთიერთობების ნორმალიზების გზით იმდენად შორს წავა, რამდენადაც თბილისი იქნება ამისთვის მზად“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა გამოცემა „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. თუმცა, როგორც კარასინმა აღნიშნა, საქართველოს მხრიდან საუბარი იმაზე, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებით აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმება იქნება შესაძლებელი, არასწორია. „თბილისში უყვართ საუბარი იმაზე, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებით პირველ რიგში იმედოვნებდნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმების მიღწევას და რომ ახლა მოტყუებულები დარჩნენ. ეს სწორი არ არის, რადგან ჩვენ თავიდანვე გავაფრთხილეთ ჩვენი ქართველი პარტნიორები, რომ მათთან ურთიერთობების ნორმალიზება არ შეასუსტებს ჩვენს სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობას დამოუკიდებელ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ეს პროცესები სხვადასხვა განზომილებაშია“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა. მისივე თქმით, ქვეყნებს შორის ურთიერთობა 2012 წლის საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაუმჯობესდა. „საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება 2012 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის პარტია საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა. იმ მომენტისთვის ქვეყნებს შორის ურთიერთობა დიდ კრიზისს განიცდიდა. მიზეზი კი, სისტემური ანტირუსული პოლიტიკა იყო, რომელსაც სამხრეთ ოსეთზე თავდასხმა მოჰყვა. ახალმა მთავრობამ ურთიერთობის ნორმალიზების სურვილი გამოთქვა, რასაც ჩვენ მივესალმეთ“, - განაცხადა კარასინმა და დასძინა, რომ რუსეთი მომავალშიც აპირებს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას. „რუსეთი ურთიერთობების ნორმალიზების გზით იმდენად შორს წავა, რამდენადაც თბილისი იქნება ამისთვის მზად. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენით, მაგრამ გავიმეორებ, რომ ეს არ მოხდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხზე საბედისწერო გადაწყვეტილებებზე უარის თქმის ხარჯზე“, - განაცხადა კარასინმა.
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)