|
2018-01-25 15:31:24, 1591 ნახვა
სამხედრო
იზორია: აქტიური რეზერვის სამსახური მოქმედებას წელს, საპილოტე პროექტის სახით დაიწყებს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ რეზერვის და მობილიზაციის ახალი კონცეფციის შესახებ მედიასთან განმარტებები გააკეთა. მისი თქმით, აქტიური რეზერვი ძირითადად, იმ სამხედრო მომსახურეებისგან დაკომპლექტდება, რომლებმაც კონტრაქტით შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახური ამოწურეს. მინისტრის თქმითვე, აქტიური რეზერვის წყარო იქნება სხვა დაწესებულებების, კერძოდ, შსს-ს, უსაფრთხოების სამსახურის გასამხედროებული სტრუქტურის მოსამსახურეები, რომლებმაც ასევე ამოწურეს თავიანთი საქმიანობა. „სწორედ ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მათ ნებაყოფლობის საფუძველზე ანაზღაურების პირობებში შევთავაზოთ 5 წლიანი კონტრაქტი. აქ მინდა გამოვყო განსაკუთრებული ასპექტები, პირველ რიგში პროცესის განგრძობადობა. ის, ვინც ამოწურავს კონტარქტით სამსახურს, ან გავა პენსიაზე, შესაძლებლობა ექნება აქტიურ რეზერვში გააგრძელოს ქვეყნისთვის სამსახური, მიიღოს ამისთვის ანაზღაურება, ეს იქნება წოდებრივი სარგოს 20% ყოველთვე, იმ პერიოდში, როცა ის იქნება გამოძახებული წელიწადში 45 დღე, მიიღებს სარგოს 100 %-ს. ექნება ბუნებრივია ამ დაფინანსებით დიდი მოტივაცია, თანაც შესაძლებლობა, პარალელურად განახორციელოს სხვა საქმიანობაც. ასე რომ, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის, სამხედრო მოსამსახურეებისთვის, ვინც აკმაყოფილებს გარკვეულ საკვილიფიკაციო მოთხოვნებს, ეს იქნება დამატებითი მოტივაცია, კვლავ ემსახუროს თავის ქვეყანას და ამისთვის მიიღოს გასამრჯელო. რაც შეეხება უშუალოდ აქტიური რეზერვის ფარგლებში ცალკეულ ტიპებს, ეს იქნება სამი ტიპის რეზერვი, ეს იქნება შეიარაღებული ძალების რეზერვი, იქნება ასევე ტერიტორიული და სპეციალისტების რეზერვი. ტერიტორიული რეზერვის შექმნის მიზანი იქნება ტერიტორიული თავდაცვის ამოცანების ოპტიმალურად განხორციელება. ძირითადად, ის დაკომპლექტდება კონკრეტულ ტერიტორიულ ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეებით და აქაც იქნება დასაკმაყოფილებელი გარკვეული კრიტერიუმები. რაც შეეხება სპეციალისტთა რეზერვს, აქ უკვე საუბარია ცალკეული სპეციფიურ ამოცანების შესრულებაზე, რომლისთვისაც საჭიროა კონკრეტული კვალიფიკაცია, იქნება ეს მაგალითად, კომპიუტერის სპეციალისტი, თუ სხვა, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ აღარ საქმიანობს შეიარაღებულ ძალებში, შეეძლება გააგრძელოს ეს საქმიანობა უკვე რეზერვის სახით”,-განაცხადა იზორიამ. რაც შეეხება სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურს, მისი განმარტებით, ეს უკვე ნიშნავს, რომ პოეტნციურად ყველა მოქალაქე ვალდებულია, იყოს მისი წარმომადგენელი: „ თუმცა, აქაც მოხდება გარკვეული კრიტერიუმების განსაზღვა, რომლის საფუძველზეც მოხდება მოქალაქეების შერჩევა. მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ჩვენ ჩამოვაყალიბებთ მართვის ერთიან სისტემას და ამაზე მუშაობას დღეიდან დავიწყებთ, კერძოდ, ელექტრონულ სისტემაზეა საუბარი იმისთვის, რომ პოტენციური რეზერვისტები აღირიცხოს, ასევე იმ პროცესის მართვა განხორციელდეს, რასაც რეზერვისტების გაწვევა, გამოძახება, ტრანსპორტირება, მომზადება ჰქვია. აქამდე ეს სისტემა არ არსებობდა, შესაბამისად, ჩვენ გამოვყოფთ თანხებს აღნიშნული სისტემის საპროგრამო უზრუნველყოფისთვის, რომელიც 2020 წელს დასრულდება და ეს სისტემა საფუძველს მოგვცემს, მოვახდინოთ სამობილიზაციო რეზერვისტების სისტემატიზაცია და კატეგორიზაცია, ასევე გვეცოდინება საჭიროება და ადგილმდებარეობა, სადაც მოხდება ამ რესურსის გამოყენება. მათი გამოყენების საფუძველი კი იქნება სამი”,-არნიშნა მინისტრმა. შესაბამისად, ლევან იზორიას თქმით, სამი უფლებამოსილი სუბიექტი განსაზღვრავს კონკრეტულ შემთხვევებში რეზერვის გამოყენებას: „პირველი შეეხება საომარ მდგომარეობას და ამ შემთხვევაში უფლებამოსილი იქნება პრეზიდენტი, რომ მოქალაქეები გაიწვიოს სამობილიზაციო რეზერვში. რაც შეეხება საგანაგებო მდგომარეობას, რეზერვში მოქალაქეთა გაწვევის უფლებამოსილება ექნება მთავრობას, ხოლო რეზერვისტთა დონის შეფასებისთვის, ან მათი მომზადების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, რაც შესაბამის წვრთნებს ითვალისწინებს და წელიწადში 45 დღიან მომზადებას, გადაწყვეტილებას მიიღებს თავდაცვის მინისტრი. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ქვეყანაში განვახორციელოთ ტოტალური თავდაცვის კონცეფცია საზოგადოების ფართო ჩართულობა ქვეყნის თავდაცვის საქმეში. ჩვენ მთელი ერთი წლის განმავლობაში გვქონდა ინტენსიური კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან, ექსპერტებთან, ასევე კომიტეტთან სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, გვქონდა უშუალოდ კონცეფციასთან დაკავშირებით ქვეყნის მთავარსარდალთან შეხვედრა, ასე რომ, საერთო კონსენსუსის საფუძველზე მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც ახლო მომავალში უკვე საპარლამენტო განხილვებს დაექვემდებარება და იმედია, რომ ის ამ სახით იქნება მიღებული”,-აღნიშნა ლევან იზორიამ. თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, აქტიური რეზერვის სამსახური მოქმედებას დაიწყებს უკვე წელს, საპილოტე პროექტის სახით. „ჩვენ ამისთვის თავდაცვის ბიუჯეტში თანხები უკვე გამოყოფილი გვაქვს. ასევე თანხები გამოიყო იმ მართვის ელექტრონული სისტემის შესაქმნელად, რომელიც ითვალისწინებს სამობილიზაციო რეზერვის მართვის პროცესის ჩამოყალიბებას. ჩვენ მომავალ წელს და შემდეგ წლებში გამოვყოფთ თანხებს იმისთვის, რომ მან უფრო მეტი მასშტაბი მიიღოს. მზად ვართ იმისთვის, რომ წელს აქტიური რეზერვი საპილოტე პროექტის სახით ავამოქმედოთ. პირველ ეტაპზე 260 ადამიანის მიღება იგეგმება წელს, მომავალ წელს ეს იქნება მზარდი ტენდენცია. საუბარია 45 დღიან მომზადებაზე, შესაბამისად, აქ იმის აუცილებლობა არ არის, რომ ძალიან დიდი ინფრასტრუქტურა იყოს, მით უფრო ვიწყებთ შეზღუდული რაოდენობით. ამის რესურსი ჩვენ გაგვაჩნია. საუბარია იმაზე, რომ გაწრთვნილი, მომზადებული და გამოცდილი კადრები არ დავკარგოთ, პირიქით მაქსიმალურად შევინარჩუნოთ. საუბარია სამხედრო მოსამსახურეებზე, რომელთაც აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება, ჰქონდეთ მოტივაცია, გააგრძელონ საქმიანობა შეიარაღებულ ძალებში, თუმცა არა მუდმივად ბაზაზე ყოფნით, არამედ მათ შეუძლიათ პარალელურად განახორციელონ სხვა საქმიანობაც, ვალდებულები იქნებიან წელიწადში 45 დღის განმავლობაში გამოცხადდნენ წვრთნებისთვის, ხოლო სხვა შემთხვევებში ისინი მიიღებენ უბრალოდ დაფინანსებას, სარგოდან 20%-ს , საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის იქნებიან მზად ქვეყნის დასაცავად”,-განაცხადა იზორიამ და აქვე ისაუბრა ასაკობრივ შეზღუდვაზეც: „როდესაც შეიარაღებული ძალების რეზერვზე ვსაუბრობთ, ასაკობრივი შეზღუდვაა 50 წელი, ტერიტორიულ რეზერვში ასაკობრივი ზღვარი- 55 წელი, სპეციალისტთა რეზერვში-65 წელი, ხოლო სამობილიზაციო რეზერვის ასაკობრივი ზღვარი იქნება 60 წელი. აქტიური რეზერვის წყაროს წარმოაგდენს ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, ან ყოფილი პოლიციელი, ან უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი, რომელსაც აქვს სამხედრო გამოცდილება. ამით პრაქტიკულად ჩვენ ვაძლიერებთ შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს, რადგან ის გამოცდილება, რესურსი, რაც სახელმწიფომ თითოეული, როგორც სამხედრო მოსამსახურის, ისე პოლიციელის მომზადებაში, მათ საქმიანობაში განახორიცელა, იყოს სამშობლოსთვის რაც შეიძლება ოპერატიულად გამოყენებული, ნაკლები დანახარჯებით. სწორედ ეს არის ტოტალური თავდაცვის კონცეფციის ერთ-ერთი ქვაკუთხედი, რომ მაქსიმალური ჩართულობით და ნაკლები დანახარჯით მიაღწიო ქვეყნის დაცვის მიზანს, ყველა ის შესაძლებლობა და რესურსი, რომელიც მოქალაქეს გააჩნია, გვსურს რომ შევინარჩუნოთ და ამისთვის სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ მათი მოტივაციისთვის ისინი დავაფინანსოთ და ასევე შესაძლებლობა მივცეთ, პარალელურ რეჟიმში დასაქმდნენ”,-განაცხადა ლევან იზორიამ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)