22:43 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-25 15:12:56, 2054 ნახვა

კომენტარი
ია პოზოვი: მიკაილ კადიევის განაცხადი არ აკმაყოფილებდა ლტოლვილის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებს

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ დაღესტნელი სამოქალაქო აქტივისტის მიკაილ კადიევის საკითხი შეისწავლა და დაადგინა, მას არანაირი კრიტერიუმი არ აქვს, რომ ლტოლვილის სტატუსს იმსახურებდეს, - ამის შესახებ სამინისტროს სტატუსის დადგენის განყოფილების უფროსმა ია პოზოვმა განაცხადა.

როგორც უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, მიკაილ კადიევმა სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩიივრა.

"ეს ადამიანი არ აკმაყოფილებდა არც ლტოლვილის და არც ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებს. შესაბამისად ეს გადაწყვეტილებაც გაასაჩივრა სასამართლოში და სააპელაციო სასამართლომ, რომელიც არის ბოლო ინსტანცია აღნიშნულ საკითხებზე, მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეტოვა ძალაში სამინისტროს გადაწყვეტილება", - განაცხადა ია პოზოვმა.

ცნობისთვის, დაღესტნელმა საზოგადოებრივმა აქტივისტმა საქართველოს ლტოლვილტა მინიჭების სტატუსის მოთხოვნით მიმართა, თუმცა უწყებამ მას სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. უფლებადამცველი აცხადებს, რომ თუ მისი რუსეთში ექსტრადირება მოხდება, მას საფრთხე ემუქრება. ის ჩეჩნეთში უფლებადამცველების მიმართ ზეწოლის ფაქტებზეც საუბრობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
FT-ის გამოკითხვა: ამერიკელების თითქმის 70% შეშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციაში კორუფციით
ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი - ვინც მიცნობთ, ჩემს ბავშვებს აწყენინებს, იცოდეთ, იმ ქვეყნიდან მოვბრუნდები და დედებს მოგ**ნავთ ყველას
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics