19:48 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-25 11:57:30, 2425 ნახვა

ეკონომიკა
სებ-ში რეგისტრაციის გარეშე მეწარმე სუბიექტები 20-ზე მეტი ფიზიკური პირისგან ფულადი სახსრების მოზიდვას ვეღარ შეძლებენ

ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის გარეშე მეწარმე სუბიექტები 20-ზე მეტი ფიზიკური პირისგან ფულადი სახსრების მოზიდვას ვეღარ შეძლებენ, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" სებ-დან აცნობეს.

ეროვნული ბანკის განცხადების თანახმად, ყველა მეწარმე სუბიექტი, რომლებზეც ვრცელდება ორგანული კანონით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული შეზღუდვა, ვალდებულია, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით, 2018 წლის 11 მარტამდე, დარეგისტრირდეს ან მიიღოს შესაბამისი ლიცენზია საქართველოს ეროვნულ ბანკში.

”საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონს დაემატა 483 მუხლი, რომლის შესაბამისად, 2018 წლის 11 მარტიდან, მეწარმე სუბიექტს ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფს ეკრძალება 20-ზე მეტი ფიზიკური პირისაგან დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვა (მათ შორის, სესხის მიღება) ან/და პირთა ფართო წრისაგან დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვის რეკლამირება, თუ ასეთი საქმიანობას ახორციელებს ეროვნული ბანკის მიერ არარეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან არასაბანკო-სადეპოზიტო – საკრედიტო საქმიანობის ლიცენზიის ან საბანკო საქმიანობის ლიცენზიის არმქონე სუბიექტი. 

შესაბამისად, ყველა მეწარმე სუბიექტი, რომლებზეც ვრცელდება ორგანული კანონით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული შეზღუდვა, ვალდებულია, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით, 2018 წლის 11 მარტამდე, დარეგისტრირდეს ან მიიღოს შესაბამისი ლიცენზია საქართველოს ეროვნულ ბანკში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. 

ამ საკითხთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე nonbank@nbg.gov.ge ან შემდეგ ნომერზე 2 406 406”, - ნატქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics