07:55 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-25 11:55:58, 2343 ნახვა

მსოფლიო
სასამართლომ ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს პატიმრობის ვადა გაუზარდა

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ლუის ლულა და სილვას საქმეზე გამოტანილი განაჩენი მეორე ინსტანციის სასამართლომ დაადასტურა და მას პატიმრობის ვადა 9-დან 12-წლამდე გაუზარდა.

აქედან გამომდინარე ლულა, შემოდგომაზე დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

გასული წლის ზაფხულში სასამართლომ ლულა და სილვა კორუფციაში და ფულის გათეთრებაში დამნაშავედ ცნო და 72 წლის ექს-პრეზიდენტს 9 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბრალდების თანახმად, ბრაზილიის ყოფილმა პრეზიდენტმა სამშენებლო კომპანია OAS-სგან, სახელმწიფო ნავთობკომპანია Petrobras-თან კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ ქრთამის სახით პენტჰაუსი მიიღო.

ლულა და სილვა ამ დრომდე თავისუფალია, ყველა ბრალდებას უარყოფს და უახლოეს დღეებში ეთიოპიაში გამგზავრებას გეგმავს. ის განაჩენის გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში აპირებს.

ლულა და სილვა ბრაზილიის პრეზიდენტი  2003-2010 წლებში იყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics