11:03 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-24 18:20:38, 2789 ნახვა

კომენტარი
დეპუტატი ნინო წილოსანი: კითხვა გამიჩნდა - „ბახალას“ მინიმალური წელი რატომ მიუსაჯეს?!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისთვის (ბახალა) 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ეხმაურება.

როგორც დეპუტატი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, მისთვის გასაკვირია, რატომ მიუსაჯეს გიორგანაშვილს მინიმალური სასჯელი.

„საინტერესო, საოცარი და გენიალური საზოგადოება ვართ და რაც მთავარია ყველაფერში პროფესიონალურად გათვითცნობიერებული.

თან გვიკვირს ნარკომანიის მიმართ რომანტიული განწყობები რატონ არის და ამდენი ნარკოდამოკიდებული რატომ ყავს ქვეყანას ...

გავიგეთ ბახალა სახელი და უცბად აჭრიამულდა საზოგადოება, ოღონდ არც კი ვიცით რისთვის მიუსაჯეს 8 წელი.... თუ 45 აბუ ( 400 გრამამდე) სუბოტექსი გამოსაზამთრებლად შეიძინა ან ის 843 აბი მძღოლს რომ გამოატანა დიდი მარაგების გასაკეთებლად სჭირდებოდა. მაგრამ არა, ეს შინაარსი ვის აინტერესებს ან კიდევ უარესი თუ დაინტერესდით და მაინც ესეთ ამბავში ხართ..... მე პირადად საწინააღმდეგო კითხვა გამიჩნდა- წაყენებული მუხლიდან მინიმალური წელი რატომ მიუსაჯეს, მუხლი ხომ 8-20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა ?!

P.S და კიდევ , შედარებები რომ მოყავთ სამი კაცის დამჭრელს, ერთი ადამიანის დამჭრელს იგივე როგორ მიესაჯაო, აი აქ ჩანს ზუსტად როგორი რომანტიული დამოკიდებულება გვაქვს ნარკოგამსაღებლების მიმართ და რომ ვერც კი ვაცნობიერებთ იმ სიმძიმეს რასაც ნარკოგამსაღებელი ქვია...“, - წერს ნინო წილოსანი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
დედაზე ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, კაცი დააკავეს
სიზრანში დრონის თავდასხმამ საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი ჩამოანგრია
ყაველაშვილი ასტანაში ტოკაევს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics