10:59 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-24 12:36:12, 1810 ნახვა

კომენტარი
ბექა წიქარიშვილი: მქონდა განცდა, რომ ქვა უსამართლობის კერას ვესროლე

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ დამფუძნებლის, ბექა წიქარიშვილის სასამართლო პროცესი დაახლოებით ერთი საათით გადაიდო.

შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც დაცვის მხარემ საქმის მასალების გასაცნობად დრო ითხოვა. ამასთან, თავად წიქარიშვილი სხდომის განახლებამდე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

ბექა წიქარიშვილმა, სასამართლო პროცესის დაწყებამდე, განაცხადა, რომ „ბახალასთვის“ 8 წლიანი პატიმრობის შეფარდება "სასამართლოს სირცხვილია".

„ჩემი გუშინდელი ქმედება პროტესტით იყო გამოწვეული, აღელვებით და იმ გადაწყვეტილებით, რომელიც „ბახალას“, გიორგი გიორგანაშვილის მიმართ სასამართლომ გამოიტანა, ანუ უსამართლო გადაწყვეტილებით. არ მქონია განცდა, რომ სასამართლოს ფანჯარას ვესროლე, მქონდა განცდა, რომ უსამართლობის კერას ვესროლე. „ბახალას“ განაჩენი არის სასამართლოს კიდევ ერთი სირცხვილი. შორენა გუნცაძეს შეუძლია, ჩაეწეროს ბადრი შონიას რიგში იმიტომ, რომ ბოლო დროს გამოიკვეთა სასამართლოს ორი სამარცხვინო სახე“, - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) მიმართ განაჩენის გამოტანის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრი ბექა წიქარიშვილი და მსახიობი თორნიკე ბზიავა დააკავეს. „სასამართლოს ეზოში დაკავებულია 2 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით (წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა). ასევე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მინის ჩამტვრევის ფაქტზე“, - აცხადებენ შსს-ში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დედაზე ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, კაცი დააკავეს
სიზრანში დრონის თავდასხმამ საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი ჩამოანგრია
ყაველაშვილი ასტანაში ტოკაევს შეხვდა
რუსმა პროპაგანდისტმა სალავიუვმა იტალიის პრემიერ მელონის, ძუკნა ქალი უწოდა, რომმა ელჩი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics