2018-01-23 17:24:14, 2811 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის გენპროკურორი: ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის დონე ისევ მაღალია
საფრანგეთის გენერალური პოკურორის ფრანსუა დე მენტონ ინფორმაციით, ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის დონე ისევ მაღალია, - ამის შესახებ RTL იუწყება.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, საფრთხეს ის ადამიანები ქმნიან, რომლებიც დაზვერვისა და სხვა შესაბამისი უწყებებისთვის მანამდე ცნობილი არ იყვნენ.
ცნობისთვის, რადიომ "ტერორიზმის ანალიზის ცენტრის" (CAT) მიერ შემდგენილი მოხსენების თანახმად, 2017 წელს ტერორისტული აქტების ჩადენის მცდელობები 2016 წელთან შედარებით გაიზარდა. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2017 წელს ტერორიზმის 15 აქტივობა იყო, ხოლო 2016-ში 14.
ავტორი: ,