05:05 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-13 13:08:23, 556 ნახვა

პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობა: NDI-ის კვლევის შედეგები სიგნალია, რომ უკეთ ვიმუშაოთ

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილის შეფასებისას აცხადებენ, რომ გამოკითხვის შედეგები საგანგაშო არაა, თუმცა სტიმულია, რომ ხელისუფლებამ უკეთ იმუშაოს.  
ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ფაქტია, რომ ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ძალა „ქართული ოცნებაა“, ხოლო ოპოზიციაში სერიოზულ ძალას  „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს.
„ინსტიტუტების მიმართ ნდობა ყოველთვის საინტერესოა. ყოველთვის როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია უარესდება, ინსტიტუტებისადმი ნდობა იკლებს, ყოველთვის როდესაც ოდნავ გამოჯანსაღების ნიშნებია, ეს ნდობა იმატებს. ეს სიგნალია და სამუშაოა ამ კუთხით“, - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ებანოიძე კი აცხადებს, რომ NDI-ის კვლევებში შემაშფოთებელს ვერაფერს ვერ ხედავს.
„იმ მდგომარეობაში, რაც ახლაა განსაკუთრებით სავალუტო კრიზისის პერიოდში, ბუნებრივია, გარკვეული კორექტირებები გაკეთდებოდა ნდობასთან დაკავშირებით. ვერაფერს შემაშფოთებელს ვერ ვხედავ ამ ციფრებში, ერთ რამეს ვხედავ, რომ ასეთმა კვლევებმა და ზოგადად ასეთმა ინფორმაციამ უნდა მოგვცეს სტიმული, რომ უკეთ ვიმუშაოთ,“ - განაცხადა ნოდარ ებანოიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics