2018-01-22 17:26:31, 3105 ნახვა
მსოფლიო
სასამართლომ მოსამართლეების აცილებასთან დაკავშირებით სააკაშვილის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
კიევის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
"მიხეილ სააკაშვილის განცხადება მოსამართლეების აცილების თაობაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ", - ნათქვამია სასამართლოს განჩინებაში.
კიევის სააპელაციო სასამართლო გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფება. ადგილზე მობილიზებული არიან სამართაალდამცველები. სააკაშვილის სასამართლო პროცესზე სხვადასხვა ოპოზიციური ძალის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, რამდენიმე ქალაქის მერი და მხარდამჭერები იმყოფებიან.
ავტორი: ,