11:00 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-22 16:06:59, 1865 ნახვა

კომენტარი
ჭანტურიას ადვოკატი შპს „ერთობის“ დირექტორის განცხადებაზე: შესაძლებელია მეორე მეწილის ჩამოშორება უნდა

ყოფილი პროკურორის გიორგი ჭანტურიას ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ეხმაურება ერთ-ერთი მოწმის შპს "ერთობის" დირექტორის მამუკა ცხოვრებაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გამოძიება სწორი მიმართულებით მიმდინარეობს და რომ ჭანტურიას გარდაცვლილთან კონფლიქტი ჰქონდა.

კობაიძე "ერთობის" დირექტორის ამ განცხადებით გაოგნებულია და აქვს ეჭვი, შეგნებულად ხომ არ ხდება გიორგი ჭანტურიას დისკრედიტაცია.

ალექსანდრე კობაიძის მტკიცებით, საქმეში არ არსებობს არც ერთი ფაქტობრივი გარემოება, რომლითაც ჭანტურიას რაიმე ბრალეულობა გამოიკვეთება.

"ერთ-ერთმა მოწმემ, "ერთობის" დირექტორმა გააკეთა განცხადება და ფაქტობივად ახალი გამომძიებელი ჩაერთო ამ საქმეში, ოღონდ ტელევიზიებთან საუბრობს. გაოგნებული ვარ და არ მოველოდი ამ პიროვნებისგან, რომ ასე პირდაპირ დადებდა ბრალს აღნიშნულ საქმეში, რაც ამწვავებს სიტუაციას", - განაცხადა კობაიძემ.

ადვოკატი ასევე გამოეხმაურა, მოკლულის მეუღლის განცხადებასაც, სადაც ის ამბობს, რომ ჭანტურიას მიმართ კითხვები აქვს. ადვოკატი ქუთათელაძის ოჯახზე შესაძლო ზეწოლაზეც საუბრობს.

"ეს კაცი თუ ამდენს ბედავს და საუბრობს მასმედიასთან, რომ შესაძლოა ჭანტურია ყოფილიყო, ამბობს, რომ გამოძება სწორი მიმართულებით მიდის, რა დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს ადამიანი არ ახდენს გარკვეულ ზეწოლას ოჯახზე. ერთი მეწილე გარდაცვლილია, ახლა შესაძლოა მეორე მეწილის ჩამოშორება უნდა. არ ვიცი კიდევ რა ინტერესი აქვს ამ ადამიანს და რატომ აკეთებს ასეთ განცხადებას", - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დედაზე ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, კაცი დააკავეს
სიზრანში დრონის თავდასხმამ საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი ჩამოანგრია
ყაველაშვილი ასტანაში ტოკაევს შეხვდა
რუსმა პროპაგანდისტმა სალავიუვმა იტალიის პრემიერ მელონის, ძუკნა ქალი უწოდა, რომმა ელჩი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics