11:01 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-22 12:33:02, 1808 ნახვა

კომენტარი
ადვოკატი - გიორგი ჭანტურიას სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის აღიარებას შს მინისტრის პირველი მოადგილე სთხოვდა

ყოფილი პროკურორის გიორგი ჭანტურიას ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფეზე, როდესაც ის სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში იყო დაკავებული, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ზეწოლას ახორციელებდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული პიროვნება ჭანტურიას აიძულებდა, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობა ეღიარებინა.

"შესაბამისად ამ რეჟიმში დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა გიორგი ჭანტურია", - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

ცნობისთვის, გიორგი ჭანტურია, რომელიც ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ყოფილი მეწილეა, 17 იანვარს  საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისთვის  დააკავეს. ის რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა, მოგვიანებით  კი გათავისუფლდა.   მას მიმდინარე გამოძიებაზე ბრალი არ წარედგინა.

შეგახსენებთ,  რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს მოკლეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას  გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
დედაზე ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, კაცი დააკავეს
სიზრანში დრონის თავდასხმამ საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი ჩამოანგრია
ყაველაშვილი ასტანაში ტოკაევს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics