|
2018-01-22 11:58:57, 1622 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ ისეთ მოდელზე, რომელიც ქვეყანაში ნარკოტიკების პრობლემას შეამცირებს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ნარკოპოლიტიკის სფეროში კანონმდებლო შესაცვლელია. როგორც მან იუსტიციის სამინისტროში, უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მიმდინარეობს მუშაობა ისეთ მოდელზე, რომელიც ქვეყანაში ნარკოტიკების პრობლემას შეამცირებს. „კანონმდებლობა ამ სფეროში შესაცვლელია. მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ ისეთ მოდელზე, რომელიც შეამცირებს ქვეყანაში ნარკოტიკების პრობლემას, დაიცავს ჩვენს შვილებს და ახალგაზრდებს ნარკოტიკების ზიანისგან და ხელს შეუწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. ნარკოდამოკიდებულ პირებს დავეხმარებით მკურნალობის, რეაბილიტაციის და ზიანის შემცირების პროგრამებით, ხოლო, პოლიციას ხელს შევუწყობთ ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან და გამსაღებლებთან ბრძოლაში“,-აღნიშნა თალაკვაძემ. ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვება. შეხვედრაზე იმყოფება ასევე შს მინისტრი გიორგი გახარია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)