2018-01-21 15:34:47, 2688 ნახვა
მსოფლიო
ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ქაბულში Intercontinental Hotel -ზე თავდამსხმელები გაანადგურეს
ქაბულში, Intercontinental Hotel-ში 12 საათიანი დაპირისპირების შემდეგ, ავღანელმა ძალოვნებმა სასტუმროზე თავდამსხმელები გაანადგურეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
თავდასხმის შედეგად სასტუმროში 5 ადამიანი, მათ შორის ერთი უცხოელი ქალბატონი დაიღუპა, 7 ავღანელი კი დაიჭრა. სასტუმროდან 160 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ავღანეთის ჯარები ღამით იბრძოდნენ შენობაში კონტროლის აღდგენაზე.
ავღანეთის საინფორმაციო სააგენტო არ გამორიცხავს, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდოს.
ავტორი: ,