2018-01-20 16:07:54, 3029 ნახვა
მსოფლიო
ათენში უკრაინის საელჩოზე თავდასხმა სცადეს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პაველ კლიმკინის ინფორმაციით, ათენში უკრაინის საელჩოზე თავდასხმის მცდელობა იყო, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
"ღამით იყო მცდელობა, რომ ათენში მდებარე ჩვენს საელჩოს თავს დასხმოდნენ. სავაურაუდოდ რადიკალები იყვნენ. არავინ დაშავებულა. ბერძნებთან 24-საათიან დაცვასა და თანამშრომლობაზე შევთანხმდით. ვზრუნავთ უსაფრთხოებაზე და შესაბამის ზომებს ვიღებთ ყველა ქვეყანაში", - წერს კლიმკინი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.
ცნობისთვის, ათენში მდებარე უკრაინის საელჩოსთან უცნობმა პირებმა 3 ავტომობილი დაწვეს.
ავტორი: ,