11:01 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-20 15:18:58, 2033 ნახვა

კომენტარი
ადვოკატი: იმედი მაქვს, გიორგი ჭანტურიას მიმართ არანაირი საგამოძიებო მოქმედება აღარ ჩატარდება

იმედი მაქვს, რომ ამ საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, გიორგი ჭანტურიას მიმართ არანაირი საგამოძიებო მოქმედება აღარ ჩატარდება, - ამის შესახებ ადვოკატმა ლექსო კობაიძემ ჟურნალისტებს ჩხრეკის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ ჭანტურიას დაკავება არ მოხდება.

"დღეს კვლავ ჩატარდა ჩხრეკა გიორგი ჭანტურიას საცხოვრებელ სახლში. რა ამოიღეს სახლიდან, ასეთ საკითხებზე დეტალურად ვერ გესაუბრებით ამ ეტაპზე. იმედი მაქვს, რომ ამ საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, გიორგი ჭანტურიას მისამართით არანაირი საგამოძიებო მოქმედება აღარ ჩატარდება. მის დაკავებას არ ველოდებით", - განაცხადა კობაიძემ.

ჭანტურიას საცხოვრებელ სახლში, რომელიც თბილისში მდებარეობს ჩხრეკა უკვე დასრულდა. ასევე კიდევ ერთი განმეორებითი ჩხრეკა რუსთავში მდებარე სახლში მიმდინარეობს, თუმცა გამომძიებლები სახლს ნელ-ნელა ტოვებენ. გამომძიებლის ინფორმაციით, ამოღებულია გარკვეული ნივთები, თუმცა რა ნივთებზეა საუბარი, უწყების წარმომადგენლები გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ საუბრობენ.

ცნობისთვის, გიორგი ჭანტურია, რომელიც ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ყოფილი მეწილეა, 17 იანვარს დააკავეს. ის რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა. გიორგი ჭანტურიამ გუშინ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, მას მიმდინარე გამოძიებაზე ბრალი არ წარედგინა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს მოკლეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას  გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
დედაზე ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, კაცი დააკავეს
სიზრანში დრონის თავდასხმამ საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი ჩამოანგრია
ყაველაშვილი ასტანაში ტოკაევს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics