2018-01-19 13:35:31, 2180 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 70–ზე მეტი კი, დაშავდა
თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 70–ზე მეტი კი, დაშავდა.
„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ძლიერი თოვლისა და უამინდობის გამო, ავარიაში სამი ავტობუსი მოყვა.
ყველაზე მძიმე შემთხვევა თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, მუშის პროვინციაში მოხდა, სადაც სამგზავრო ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 24 კი მძიმედ დაშავდა.
ცენტრალურ თურქეთში, კონიას პროვინციაში ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 38 ადამიანი დაშავდა. 7 მგზავრის მგდომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
სივას პროვინციაში დაკრძალვაზე მიმავალი ავტობუსი გადაბრუნდა. შედეგად 17 ადამიანი დაშავდა.
ავტორი: ,