17:35 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-13 11:00:49, 313 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: EBRD-ის მიერ ჩვენთვის მოცემულ შესაძლებლობას ბოლომდე გამოვიყენებთ

„ის მშვენიერი ურთიერთობები, რომლებიც არსებობს ჩვენ შორის  პიროვნულ დონეზე დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მეტ თანამშრომლობაში გარდაიქმნება“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტ სერ სუმა ჩაკრბატისთან გამართული შეხვედრის  შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველო EBRD-ის  მიერ მიცემულ შესაძლებლობებს ბოლომდე გამოიყენებს.
„მე გულთადად მივესალმე ჩვენი ქვეყნის და ჩემს მეგობარ ბატონ სუმას,  ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ EBRD -ი ამ ძალიან მნიშვრენლოვან  ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში. ეს არის სწორედ ის, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება- მეტი გახსნილობა, მეტი ინფორმაციის გატანა საერთაშორისო თანამეგობრობაში იმ ძალიან საინტერესო ეკონომიკური პოტენციალის შესახებ, რაც გააჩნია საქართველოს და რეგიონს. ის, რომ EBRD-მა  მოგვცა ეს შესაძლებლობა, ბუნებრივია ამას ბოლომდე გამოვიყენებთ და ის მშვენიერი ურთიერთობები, რომლებიც არსებობს ჩვენს შორის პიროვნულ დონეზე დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მეტ თანამშრომლობაში გარდაიქმნება. თავის მხრივ მინდა მადლობა ვუთხრა  მრავალწლიანი მოღვაწეობისათვის, EBRD-ის  ცენტრალურ ოფისს, ასევე ადგილობრივ ოფისს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური ჯანმრთელი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტებს ახორციელებს“, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics