2018-01-16 16:52:50, 2479 ნახვა
მსოფლიო
კოსოვოში, სერბი პოლიტიკოსი ოლივერ ივანოვიჩი მოკლეს
კოსოვოში, კოსოვო-მეტოხიის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე და ერთ-ერთი პარტიის ლიდერი ოლივერ ივანოვიჩი მოკლეს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, პოლიტიკოსს 5-ჯერ ესროლეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
მედიის ცნობით, თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ივანოვიჩი პარტიის შენობიდან გამოდიოდა. ამჟამად კოსოვო-მიტროვიცაში ადამიანები იკრიბებიან, პოლიციელები კი ქუჩებს კეტავენ.
ცნობისთვის, 2014 წელს პოლიტიკოსი ალბანელების წინააღმდეგ ომის დანაშაულისთვის დააპატიმრეს. 2017 წელს მას ბრალი მოუხსნეს და ახალი სასამართლო პროცესი დაიწყო. ივანოვიჩს შიდაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
ავტორი: ,