2018-01-16 16:26:03, 2612 ნახვა
მსოფლიო
კიევში, მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა
კიევში, უმაღლეს რადასთან მიმდინარე აქციაზე, მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ 112Ua იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, აქციის მონაწილეები დონბასის რეინტეგრაციის შესახებ კანონის მიღებას ითხოვენ.
მედიის ცნობით, შეტაკების დროს ერთი სამართალდამცველი დაშავდა, ერთი მომიტინგე კი, დააკავეს.
ადგილზე შეკრებილი მოსახლეობა თავდაპირველად ბორბლებს წვავდა, შემდეგ კი, რუსეთის დროშა დაწვეს. კიევის ცენტრში წესრიგს ამ დროისთვის 4 ათასი პოლიციელი იცავს.
ავტორი: ,