2018-01-16 13:02:21, 2607 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 43 ბავშვი დაშავდა
გერმანიის ქალაქ ებერბახში, ავტობუსი, რომელსაც ბავშვები გადაჰყავდა საცხოვრებელი სახლის კედელს დაეჯახა, - ამის შესახებ Rhein Neckar Zeitung იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა 43 ბავშვი, მათ შორის 6 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. მძღოლმა სხვადასხვა სახის მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
მედიის ცნობით, ადგილზე ექსპერტები მუშაობენ. ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი. სამართალდამცველებმა ინციდენტის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს.
ავტორი: ,