17:35 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-12 18:24:36, 366 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ჭირაქაძე: ინვესტორთა საბჭო ბიზნესში არსებული პრობლემების უშუალოდ პრემიერ-მინისტრთან განხილვას ხელს შეუწყობს

ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე ინვესტორთა საბჭოს დაარსებას მიესალმება.
როგორც ჭირაქაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამგვარი საბჭოს დაარსება მნიშვნელოვანია, რათა  ბიზნესში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, ბიზნესისა  და ხელისუფლების აქტიური კომუნიკაცია მოხდეს.
მისივე შეფასებით, საბჭო სწორედ,  ხელს შეუწყობს იმას, რომ ბიზნესში არსებული პრობლემები უშულოდ პრემიერ-მინისტრთან განიხილონ.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რაც დღეს ხდება. ჩვენ უკვე 1 წელია საინვესტიციო საბჭოსთან დაკავშირებით EBRD-სთან  ერთად ვმუშაობთ. მე მახსოვს 1 წლის წინ, როცა გამოვიდა  EBRD-ის  ხელმძღვანელობა  ამ საბჭოსთან დაკავშირებით ინიციატივით, ჩვენი მაქსიმალური  მხარდაჭერა ჰქონდათ. რისთვის არის მნიშვნელოვანი? ბიზნესისა  და ხელისუფლების აქტიური კომუნიკაცია პრობლემებთან  დაკავშირებით არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მოხდეს იმ ფორმატით, რა ფორმატითაც EBRD-ის პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს შესთავაზა საზოგადოებას. ეს არის საბჭო, რომელსაც  უშუალოდ პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, რომელზეც წარმოდგენილები არიან უმსხვილესი ქართული და საერთაშორისო ბიზნესასოციაიცები,  სადაც არიან საერთაშორისო საზოგადოება და ჩვენ საშუალება მოგვეცემა, დავაფიქსიროთ ის პრობლემები, საკითხები, ის შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოში არსებობს.ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენ საშუალება მოგვეცემა ისეთი საკითხები, რომელიც უშუალოდ თითოეულ სამინისტროსთან, თითოეულ  სამინისტროს ხელმძღვანელთან არ წყდება, ან არის ძალიან რთული, კომპლექსური თემები, რომლებიც ეხება ბევრ სამინისტროს, ჩვენ დავსვათ პრემიერ-მინისტრთან პირდაპირ, სხვა კოლეგებთან, ასოციაციებთან.ბევრი არის ასეთი საკითხი. უახლოეს პერიოდში წარმოგიდგენთ ამ საკითხებს.ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც დღეს ხდება, ეს საბჭო, ჩემი აზრით, ნამდვილად შეუწყობს ხელს იმას, რომ ქვეყანაში  ბიზნესში არსებული ბევრი რეალური პრობლემის უშუალოდ პრემიერ-მინისტრთან აქტიურად განხილვა ხდებოდეს.მოხარული ვარ, რომ უშუალოდ  EBRD-ის პრეზიდენტის თხოვნით ასეთი საბჭო შეიქმნა, თანხმობა არის ხელისუფლების და ყველა ის მსხვილი ბზინესგაერთიანება, რომელიც საქართველოშია, არის მად წარმოდგენილი",-განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.
ცნობისთვის, საქართველო და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ინვესტორთა საბჭოს აარსებენ. შესაბამის მემორანდუმს ხელი დღეს ევრობანკის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბატიმ და  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერეს.
ახალ დაწესებულებაში თავს მოიყრიან მთავრობის, სახელმწიფო უწყებების, ბიზნეს ასოციაციების, ბიზნეს ომბუდსმენისა და საერთაშორისო  ინვესტორების წარმომადგენლები. ინვესტორთა საბჭო წარმართავს დიალოგს  უმაღლეს დონეზე  ბიზნეს კლიმატის შემდგომი გაუმჯობესების, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და საქართველოში  დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით.ურთიერთგაგებისა და ნდობის გამყარებით საბჭო გააძლიერებს  საფუძველს ბიზნეს აქტივობების  გასაფართოებლად  ქვეყნის ეკონომიკის სასარგებლოდ. საბჭო გადადგამს პრაქტიკულ ნაბიჯებს  ინვესტორთა მოთხოვნებისა და  საჭიროებების შესაბამისად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics