2018-01-15 18:45:41, 2792 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში მამაკაცმა ვიდეოთამაშის გამო, დედა მოკლა
ამერიკის შეერთებულ შტატებში 28 წლის მეთიუ ნიკოლსონმა დედა მას შემდეგ მოკლა, რაც მან ვიდეოთამაში შეაწყვეტინა.
ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.
პოლიციის თქმით, 68 წლის ქალი შვილის საძინებელში შევიდა, რამაც მეთიუს გაღიზიანება გამოიწვია. დედასთან კამათის დროს კაცმა ყურსასმენები გატეხა შემდეგ კი იარაღიდან 3-ჯერ გაისროლა, ერთ-ერთი ტყვია დედას მოხვდა. ქალი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ნიკოლსონმა მამის მოკვლაც სცადა, თუმცა მან იარაღის წართმევა მოახერხა. ამის შემდეგ ნიკოლსონი სახლიდან გაიქცა, თუმცა პოლიციამ ის მალევე დააკავა.
ავტორი: ,