2018-01-15 14:57:04, 2907 ნახვა
მსოფლიო
ლიბიაში, მიტიგას საერთაშორისო აეროპორტში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა
ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლში, მიტიგას საერთაშორისო აეროპორტში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, - ამის შესახებ Libya's Channel იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, თავდასხმა სხვადასხვა სახის იარაღის გამოყენებით მოხდა. სამართალდამცველებმა აეროპორტში მყოფი ადამიანიების ევაკუცია განახორციელეს.
მედიის ცნობით, თავდამსხმელები "ალ-ბაკარას" წარმომადგენლები იყვნენ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ამასთან, დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
ავტორი: ,