2018-01-15 13:42:06, 2755 ნახვა
მსოფლიო
ინდონეზიაში, საფონდო ბირჟის შენობაში ჭერი ჩამოინგრა - დაშავდა 72 ადამიანი
ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში, საფონდო ბირჟის შენობაში ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 72 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ, ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა და სამართალდამცველებმა შენობის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს.
სამართალდამცველების თქმით, დაშავებულები 3 სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ნგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ავტორი: ,