|
2018-01-15 12:40:27, 751 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ სოფელ კაპრეშუმში ახალი საჯარო სკოლა გახსნა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრთან, ინგა შამილიშვილთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ხელვაჩაურში, სოფელ კაპრეშუმში საჯარო სკოლის გახსნის ცერემონიალს დაესწრო. სკოლის ფოიეში შეკრებილ ყველა მოსწავლესა და პედაგოგს ზურაბ პატარაძემ ახალი, თანამედროვე სკოლის გახსნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. რეგიონში საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი. კაპრეშუმში აშენდა 300 მოსწავლეზე გათვლილი ორსართულიანი შენობა შიდა სპორტული დარბაზით. სკოლაში მოეწყო სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი, ექიმის კაბინეტი და ღია სპორტული მოედანი. სკოლა ასევე, ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის. ამ ეტაპზე სკოლაში სწავლობს 98 მოსწავლე და დასაქმებულია 22 პედაგოგი. კაპრეშუმის საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის ,,საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება" ფარგლებში განხორციელდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს ,,ლადამ'' შეასრულა. სამუშაოების ღირებულებამ 911 002 ლარი შეადგინა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმის ახალი სკოლის საძირკველში სიმბოლური კაფსულა 2017 წლის დასაწყისში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა მოათავსეს. ,,ახალი წელი ახალ სკოლაში - კაპრეშუმში. დაახლოებით ერთი წლის წინ, ზუსტად ამ ადგილას, ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი ახალი სკოლის მშენებლობას. დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ სიტყვა იქცა საქმედ და ჩვენ მივიღეთ თანამედროვე ტიპის ახალი სკოლა, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს. სკოლა არის სრულად ადაპტირებული, არის მოწესრიგებული თანამედროვე ინფრასტრუქტურით, თანამედროვე ინვენტარით. 911 000 ლარი დაიხარჯა ამ სკოლის მშენებლობაში და დღეს, უკვე ბავშვებს შეუძლიათ ისწავლონ, ყველანი კმაყოფილები არიან, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით. ზოგადად, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხელისუფლების სტრატეგია და განვითარების გეგმა არის ახალგაზრდა თაობა, ახალი სკოლების მშენებლობა მათ შორის. 2018 წელს 39 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა არის დაგეგმილი. ჯამში, 10 მლნ ლარამდე დაიხარჯება ამ მიმართულებით", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
(NS)
ივანიშვილის წარმომადგენელი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს ჰიტლერს ადარებს და მათი აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობს
ძმები ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი - შვილები არ მომიკვდეს მე კამერაში. იცოდეთ შვილები არ მომიკვდეს
ადვოკატი - დავით ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანებები აქვს, გოგამ თვითდაზიანება მიიყენა
კობახიძე - ოპოზიციური პარტიების აკრძალვა პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესებშია, მათ შორის მათი ამომრჩევლის
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)