2018-01-15 11:16:43, 2186 ნახვა
მსოფლიო
ერაყში, ორმაგი ტერაქტის შედეგად, სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ Al Arabiya იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ერთ-ერთი აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
ტერაქტის დროს ათობით ადამიანი დაშავდა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას აუღია.
ავტორი: ,