17:35 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-12 16:17:40, 283 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ლიდერს მანფრედ ვებერს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს. დღეს გიორგი მარგველაშვილი  ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ლიდერს მანფრედ ვებერს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა   ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის პრიორიტეტები და  აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტთან დაკავშირებული მოლოდინები  განიხილეს.

საუბარი ასევე შეეხო განხორციელებული რეფორმების, დემოკრატიული პროცესების განვითარებისა და ვიზა-ლიბერალიზაციის მნიშვნელობას  საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების ეფექტიანი იმპლემენტაციის მნიშვნელობას. შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ აუცილებელია მაქსიმალურად მოხდეს ძალისხმევის გაერთიანება, იმისათვის, რომ ევროპული ინტეგრაცის სიკეთეები უფრო მეტად ხელშესახები გახდეს საქართველოს მოსახლეობისათვის. ქართულმა მხარემ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მანფრედ ვებერის სრული მხადაჭერა მიიღო.

მხარეებმა  ერთმანეთს გაუზიარეს შეხედულებები რეგიონსა და საქართველოში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გარემოზე, ასევე იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც ევროკავშირი არსებულ გამოწვევებთან ბრძოლის კუთხით ასრულებს.  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასაც.

გიორგი მარგველაშვილმა მანფრედ ვებერთან  შეხვედრისას ასევე აღნიშნა,  რომ ის, რაც მოხდა უკრაინაში გარკვეულწილად 2008 წლის აგვისტოში საქართველოში განხორციელებული  ქმედებების გაგრძელებაა.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბელგიის მეფე ფილიპსაც შეხვდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics