|
2018-01-12 16:52:21, 1969 ნახვა
კომენტარი
მამა ანდრია ჯაღმაიძე: საპატრიარქოსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის პოზიციების შეჯერება შესაძლებელია
კიკეთის ტაძრის წინამძღვარის, მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ნარკოპოლიტიკის თემაზე შეხვედრა ნაყოფიერი იყო. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრამ ცხადყო, რომ საპატრიარქოსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის პოზიციების შეჯერება შესაძლებელია. ის მიესალმება გადაწყვეტილებას, რომ სანამ ძირითად საკითხებზე შეჯერება არ მოხდება, კანონპროექტის საკანონმდებლო დონეზე განხილვა არ გაგრძელდება. "იყო ნათქვამი, რომ პარლამენტში განხილვები შეჩერდება მანამ, სანამ არ იქნება უმრავლესობაში მიღწეული შეთანხმება და არ შეჯერდება საზოგადოებრივი აზრი მთავარ საკითხებზე. არაფერი პირი არ უჩანს, რომ საპატრიარქოს და უმრავლესობის პოზიციების შეჯერება არ მოხდება",-აღნიშნა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.
ის ფიქრობს, რომ ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ მოცემულ კანონპროექტში საშიში აქცენტებია გაკეთებული.
მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივით, მეცნიერები, ნარკოლოგები, სასულიერო პირები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები "ნარკოპოლიტიკის რეფორმის“ ავტორებსა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)