2018-01-11 19:12:46, 3016 ნახვა
მსოფლიო
პაკისტანში დაკარგული 7 წლის ზაინაბი ნაგავსაყრელზე იპოვეს - ბავშვი გაუპატიურებული და გაგუდულია
რამდენიმე დღიანი ინტენსიური ძებნის შემდეგ, დაკარგული 7 წლის ზაინაბი ნაგავსაყრელზე იპოვეს. ბავშვი ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი, გაგუდეს.
ამ შემზარავ ფაქტს მსოფლიო მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომხდარის გამო პაკისტანში საპროტესტო აქციებიც გაიმართა. აქციის დროს ორი მომიტინგე პოლიციასთან შეტაკებას ემსხვერპლა.
მოსახლეობა დამნაშავის დასჯას მოითხოვს. დემონსტრანტები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება მოძალადეს ხელს აფარებს.
BBC-იმ გაავრცელა ქუჩის სათვალთვალო ვიდეოკამერით გადაღებული კადრები, რომელზეც ზაინაბი უცნობ კაცთან (სავარაუდო ეჭვმიტანილთან) ერთად მიდის.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ბოლო ორი წლის განმავლობაში 12 იდენტური შემთხვევა დაფიქსირდა. მათივე ინფორმაციით, თორმეტიდან ხუთ შემთხვევაში, ძიების კვალი ერთ დამნაშავემდე მიდის. ქვეყნის მასშტაბით სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
ავტორი: ,