2018-01-11 17:08:50, 2441 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 42 პირი დააკავეს
თურქმა სამართალდამცველებმა ანტიტერორისტული რეიდის დროს, ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 42 უცხოელი დააკავეს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, რეიდი სტამბოლის 7 რაიონში ჩატარდა.
მედიის ცნობით, დაკავებული პირები, სავარაუდოდ, დაკავშირებულები იყვნენ ტერორისტებთან, რომლებიც მეზობელ ქვეყნებში შეიარაღებულ შეტაკებებში მონაწილეობდნენ. მათი ნაწილი სტამბოლში მომხდარი ტერაქტების საქმეებზე იძებნებოდა. ჯერჯერობით უცნობია, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან დაკავებულები.
ოპერაციის შედეგად ამოღებულია ციფრული მასალა, რომელიც დაკავებულთა ტერორისტულ საქმიანობას ადასტურებს.
ავტორი: ,