2018-01-11 14:16:56, 2160 ნახვა
მსოფლიო
საგამოძიებო ჯგუფი - ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნა აფეთქებამ გამოიწვია
პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის მარცხენა ფრთა რამდენიმე აფეთქების შედეგად განადგურდა, - ამის შესახებ ავიაკატასტროფის საგამოძიებო ჯგუფმა განაცხადა.
როგორც გამომძიებელმა, ანტონ მეჩერევიჩმა აღნიშნა, მარცხენა ფრთაში სულ მცირე 3 აფეთქება მოხდა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ლაინერის კორპუსის დაზიანების ოფიციალურ მიზეზად ხესთან შეჯახება სახელდებოდა.
ავიაკატასტროფის ტექნიკური ანგარიში მიმდინარე წლის აპრილში იქნება მზად, თუმცა ის სრულყოფილი არ იქნება - მასში ახალი თეზისები დაემატება.
შეგახსენებთ, 2010 წელს პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავი „ტუ- 154“ სმოლენსკის აეროდრომზე დაშვების დროს ჩამოვარდა. შედეგად დაიღუპა 96 ადამიანი, მათ შორის, პოლონეთის მთავრობის მაღალჩინოსნები.
ავტორი: ,