2018-01-10 17:22:58, 2423 ნახვა
მსოფლიო
დიდთოვლობის გამო, შვეიცარიის ალპური ზონა პარალიზებულია
შვეიცარიის ალპური ზონა დიდთოვლობის გამო პარალიზებულია. ინფორმაციას BBC- ავრცელებს.
უხვმა ნალექმა საკურორტო ზონაში საავტომობილო გზები და სარკინგზო მაგისტრალები ჩახერგა, რის გამოც ათასობით ადამიანი იზოლაციაში აღმოჩნდა.
ყველაზე რთული მდგომარეობა ცერმატის სამთო-სათხილამურო კურორტზეა, სადაც 13 ათასი ტურისტი იმყოფება.
დიდთოვლობამ ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა. ზვავსაშიშროების გამო, დაიხურა სათხილამურო ტრასები და საფეხმავლო ბილიკები.
ანალოგიური ვითარებაა იტალიისა და საფრანგეთის ალპებშიც. ძლიერი თოვისა და ზვავსაშიშროების გამო, რამდენიმე კურორტზე განგაშის მეოთხე დონეა გამოცხადებული.
ავტორი: ,