06:34 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-10 13:15:58, 1724 ნახვა

კომენტარი
სერგი კაპანაძე: უნდა დადგინდეს, სპეცოპერაციის დროს ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტებას

"ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, უნდა დადგინდეს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტებას.

როგორც კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, რომელსაც ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს.

"არსებობს ორი ტიპის კითხვები. პირველი კითხვები ეხება ჩატაევთან დაკავშირებულ ისტორიას. კერძოდ, როგორ იქნა ის ჯერ გაშვებული ციხიდან, შემდეგ როგორ მოხდა მისი წასვლა საქართველოდან და ასევე საქართველოს ტერიტორიაზე უკან შემოსვლა, იმის ფონზე როდესაც ჩატაევი ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შავ სიაში იყო შეყვანილი. ეს არის მთავარი კითხვები, რომელსაც პოლიტიკური პასუხი უნდა გაეცეს. ასევე უნდა დადგეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, იმ ადამიანების, ვინც ამაში არიან ჩართულები. გარდა ამისა, არის სხვა ტიპის კითხვებიც, მათ შორის ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ ამ კონკრეტული სპეცოპერაციის დროს ლეგიტიმური კითხვები გაჩნდა - იყო თუ არა ძალის ასეთი გამოყენება საჭირო, როგორიც მოხდა, რამაც შემდგომ ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია", - აღნიშნა საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics