2018-01-08 10:07:58, 2101 ნახვა
მსოფლიო
მექსიკაში სროლის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა
მექსიკაში სროლის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას rt-ი ავრცელებს.
შემთხვევა კურორტ აკაპულკოსთან მოხდა, სადაც მაცხოვრებლები ადგილობრივ პოლიციას დაუპირისპირდნენ.
მედიის ცნობით, ინციდენტის მიზეზი პოლიციელების მხრიდან, ზეიმზე ერთ–ერთი ახალგაზრდისთვის წაყენებული ბრალდება გახდა, რომელსაც ფერმერები გამოესარჩლნენ, პოლიციელებმა კი ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შედეგად 8 ადამიანი გარდაიცვალა.
მოგვიანებით, ადგილობრივმა პოლიციამ ქალაქში შესულ სპეცრაზმს და პოლიციელებს გაუწიეს წინააღმდეგობა, რის შედეგადაც 3 ადგილობრივი პოლიციელი გარდაიცვალა.
სამთავრობო ოპერაციის შედეგად 30 ადგილობრივი სამართალდამცველი დააკავეს.
ავტორი: ,