|
2015-05-12 09:48:39, 438 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: კიდევ ერთხელ გიდასტურებთ საქართველოს არჩევანს, გავხდეთ ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი
„კიდევ ერთხელ გიდასტურებთ საქართველოს მთავრობის, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის და საქართველოს საზოგადოების არჩევანს, გავხდეთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრები“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას განაცახადა. მისივე თქმით, საქართველო გააგრძელებს დემოკრატიის გზას, რომელზეც დაფუძნებულია ალიანსი. „მადლობა ბატონო გენერალურო მდივანო, ჩემთვის დიდი პატივია თქვენი პირადად გაცნობა და მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა განვიხილო ჩემი ქვეყნისთვის და რეგიონის უსაფრთოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენები და საკითხები. ჩვენ განვიხილეთ ზოგიერთი ყველაზე პრობლემატური მოვლენა რეგიონში, მათ შორის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან ხელშეკრულების გაფორმება და ნება მიბოძეთ მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენს კოლეგებს საქართველოს მთლიანობისა და სუვერენიტეტის კონკრეტული მხარდაჭერისთვის. ჩვენ დატვირთული დღის წესრიგი გვაქვს ტრენინგისა და შეფასებების ცენტრის დაფუძნებასთან დაკავშირებით, არსებით პაკეტთან დაკავშირებით და მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი სრულყოფილი მხარდაჭერა ამ არსებითი პაკეტის განვითარებისთვის და ჩვენი ვალდებულება ამ პაკეტის დროული და სრული შესრულების მიმართ. ჩვენ განვიხილეთ საქართველოს მონაწილეობა ISAF-ის მისიასა და „ურყევი მხარდაჭერის მისიაში“ და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ საქართველოს მთავრობის, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის და საქართველოს საზოგადოების არჩევანს გავხდეთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრები. საქართველო გააგრძელებს მის გზას დემოკრატიისკენ, იმ ღირებულებებისკენ, რომელზეც დაფუძნებულია ალიანსი და ასევე განვაგრძობთ თანამშრომლობას სამხედრო მიმართულებით. მადლობელი ვარ ჩვენი დისკუსიისათვის და მომავალი თანამშრომლობისთვის“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)